понедельник, 13 декабря 2010 г.

სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვის


ტრენინგი4-5 დეკემბერი, 2010 წელი

სასტუმრო მარიოტი


ტრენინგის I დგეს ტრენერებმა და მენტორებმა დაგეგმეს 6 სხვადასხვა გაკვეთილი, პრეზენტაციის მერე კენჭისყრით გამოვლინდა 3 გაკვეთილი, რომლებიც მეორე დღეს ჩაატარეს მენტორებმა. სიმულაციური გაკვეთილების დროს მენტორებმა კარგად გაითავისეს როლები და ჩაატარეს მაძიებლის საჭიროებებზე მორგებული სამოდელო გაკვეთილები, თუმცა ტრენერთა მხრიდან იყო საქმიანი შენიშვნები.



ტრენინგის მეორე დღეს მენტორები შეხვდნენ და გაესაუბრნენ ყოფილ მენტორებსა და მაძიებლებს, დასვეს შეკითხვები და გაიმართა პლენარული სესია, სადაც პროექტის კოორდინატორებმა პაატა პაპავამ და ეკა მამაცაშვილმა უპასუხეს მენტორთა შეკითხვებს. ტრენინგის მონაწილეებს დაურიგდათ საინტერესო სახელმძღვანელოები და ისტის II დონის ტრენინგის წიგნები. საბოლოო ჯამში, მენტორებს 27 დეკემბრამდე მოსამზადებელი აქვთ შემდეგი დოკუმენტები: მაძიებლის ინდივიდუალურ საჭიროებათა ანალიზი, შეფასების რუბრიკა, სამოქმედო პროგრამა და გეგმა, I სემესტრში ჩატარებული სამუშაოს ანგარიში. ვფიქრობთ, ამ ტრენინგების მერე მენტორებისთვის ბევრი ბუნდოვანი საკითხი გაირკვა და მუშაობაც მაძიებელთან უფრო ეფექტური გახდა.

воскресенье, 28 ноября 2010 г.

ისტ–ის ტრენინგები მენტორებისათვის

ისტ–ის ტრენინგები მენტორებისათვის

2010 წლის ნოემბერ–დეკემბერში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინიციატივით გაიმართა ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგი მენტორებისათვის. 53-ე საჯარო სკოლაში ტრენერის მანანა კვინიკაძის ხელმძღვანელობით მენტორებმა გაიარეს მეორე დონის ტრენინგი. ტრენინგის მიზანია, მენტორებმა ჩაატარონ ისტ–ით გამდიდრებული სამოდელო გაკვეთილები მაძიებლებისათვის და დაეხმარონ მაძიებელს, დაგეგმონ სადემონსტრაციო გაკვეთილი ისტ–ის გამოყენებით.
მენტორები ტრენინგის მანძილზე შეისწავლიან word-ის დოკუმენტში მუშაობას, საპრეზენტაციო პროგრამას–powerpoint, ცხრილებს–excel, ბლოგის მომზადებას და ელექტრონული ფოსტის შექმნა–გამოყენებას.

суббота, 13 ноября 2010 г.

მენტორები 2010

მენტორები 2010

2010 წლის 11-14 ნოემბერს მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები მენტორ-მასწავლებელთათვის







2010 წლის სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ 1147 პედაგოგს მიენიჭა სერთიფიკატი. მათი ნაწილი კი დაიბარეს გასაუბრებაზე როგორც მენტორობის კანდიდატი. აღმოჩნდა, რომ გასაუბრება წარმატებით გაიარა 120-მა პედაგოგმა და დღეს ისინი მენტორ-მასწავლებლები არიან. ვულოცავთ ყველას ამ დიდ გამარჯვებას! ალბათ ყველა მათგანი გრძნობს იმ უზარმაზარ პასუხიმგებლობასა და ტვირთს, რომელიც მათ დაეკისრათ, თუმცა, ამავდროულად, თითოეულ მათგანს დიდი ენთუზიაზმი და მონდომება ემჩნევა. ძალზე საინტერესოა ახალბედა მაძიებლებთან მუშაობა, როგორ შევძლებთ, გადავცეთ და გავუზიაროთ მათ წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, როგორ დავეხმაროთ მათ ღირსეულ პედაგოგად ჩამოყალიბებაში.ერთი შეხედვით, დღეს მასწავლებლობა არაპოპულარულ პროფესიათა რიგს მიეკუთვნება, მაგრამ მაძიებლებთან გასაუბრების შემდეგ თითქმის ყველა მენტორმა აღნიშნა, რომ ისინი ძალიან მოტივირებული და მიზანდასახული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ტრენინგებზე მივიღეთ უამრავი საჭირო ინფორმაცია და ახალი მასალა, რომელთა გარეშე მაძიებელთან მუშაობა ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა და ძალიან გაგვიჭირდებოდა. ასეთი ხარისხიანი ტრენინგის მოწყობისათვის დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ტრენინგის ორგანიზატორებს, პროექტის კოორდინატორს ეკა მამაცაშვილს და თითოეული ჯგუფის ტრენერს: თეა ჭყოიძეს, პაატა პაპავას, ნელი ნასყიდაშვილს...
ეს ბლოგი შევქმენით ტრენინგის მონაწილე მენტორმა-მასწავლებლებმა მხოლოდ ერთი მიზნით: რადგან მენტორ-მაძიებლის ინსტიტუტი ახალი შექმნილია და ის, თუ როგორ წარიმართება ჩვენი ურთიერთობები, ყველასთვის ძალიან საინტერესოა, გთავაზობთ, ყველა მენტორმა გამოგზავნოს ამ მისამართზე კომენტარის სახით ინფორმაცია, როგორ დაიწყო ურთიერთობა მაძიებელთან, როგორი მოლოდინი აქვს მას, პირადად, და მაძიებელს ამ პროექტთან დაკავშირებით, როგორ წარიმართება მათი ყოველდღიური შეხვედრები და ასე შემდეგ. ვფიქრობთ, აზრთა გაზიარება და გაცვლა-გამოცვლა ყველასათვის სასარგებლო იქნება. შესაძლებელია კითხვებზეც, რომლებიც გაგვიჩნდება მუშაობის პროცესში, აქვე ვიპოვოთ პასუხები.ყველა მენტორსა და მაძიებელს ვუსურვებთ წარმატებასა და წინსვლას მათ პროფესიულ კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში.
მაშ, ასე: გელით ყველას თქვენი კითხვებით, კომენტარებითა და გამოხმაურებებით.
უახლოეს მომავალში ბლოგზე განთავსდება ტრენინგების ამსახველი ფოტომასალა.



ტრენინგის პირველი დღე

შერატონ–მეტეხი პალასში მისულებს პროექტის კოორდინატორი ეკა მამაცაშვილი დაგვხვდა, გადავნაწილდით ჯგუფებში და შევუდექით მენტორ–მაძიებლის უფლება–მოვალეობებისა და ფუნქციების გაცნობას. ტრენინგი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, დაგვირიგეს საქაღალდეები, წიგნები, ყველა საჭირო რესურსი, შეგვიქმნეს მუშაობისათვის საჭირო ყველა პირობა. ასე რომ, მენტორები ღირსეულად მოემზადნენ მაძიებელთან პირველი შეხვედრისთვის. ტრენერი თეა ჭყოიძე არ ტოვებდა უპასუხოდ არცერთ, თუნდაც უმნიშვნელო შეკითხვას, ყველა წვრილმანსა თუ ნიუანსს ზედმიწევნით კარგად გვიმარტავდა, კითხვები ბევრი იყო : მაძიებლის დასაქმება ხომ არ გვევალება? ჩააბარებს თუ არა იგი სასერტიფიკაციო გამოცდებს ესეც მენტორს ეხება? რა ფორმით უნდა გავგზავნოთ სამოქმედო გეგმები და ანგარიშები ცენტრში?





ტრენინგის მეორე დღე

მონაწილეები გაეცნენ მენტორობის მოდელებს, მენტორის მიერ სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვის მეთოდებს, რა როლს ასრულებს მაძიებელი სამოდელო გაკვეთილის დროს (დაკვირვება, ჩანიშვნა), როგორ უნდა მოვამზადოთ იგი სადემონსტრაციო გაკვეთილისათვის ეტაპობრივად. შევისწავლეთ მაძიებლის ინდივიდუალურ საჭიროებათა დადგენა და ანალიზის ფორმის შევსება. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტაციის წარმოებასა და ცენტრში დროულად გაგზავნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ტრენინგის ყველა ეტაპი ზუსტად იყო გაწერილი და დამუშავებული ტრენინგის ორგანიზატორთა მიერ, რაც მენტორთა მხრიდან პასუხისმგებლობასა და მოტივაციას ამაღლებდა და ზრდიდა.



ტრენინგის მესამე დღე


მენტორ–მასწავლებლები სხვადასხვა ჯგუფიდან ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებსა და მიღებულ ცოდნას, ტრენინგი საკმაოდ დამღლელი და შრომატევადი იყო, რადგან დატვირთული იყო მრვალამხრივი სხვადასხვა ინფორმაციით, თუმცა ტრენერები მშვენივრად ახერხებდნენ სხვადასხვა აქტივობებითა და დავალებებით გაეხალისებინათ და მრავალფეროვანი გაეხადათ მენტორთა მუშაობა.

ტრენინგის მეოთხე დღე




ტრენინგის მეოთხე დღეს ვისწავლეთ მაძიებლის შეფასების რუბრიკის შედგენა, კრიტერიუმებისა და ინდიკატორების რანჟირება, სამოქმედო პროგრამისა და გეგმის შედგენა, მენტორისა და მაძიებლის პორტფოლიოს წარმოება. მოხდა ტრენინგის შეჯამება, ყველამ აღიარა, რომ ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო, ამ ტრენინგის გარეშე მენტორებს ძალიან გაუჭირდებოდათ მაძიებელთან ურთიერთობა.

ტრენინგის მონაწილე მენტორ–მასწავლებლები:


















ელზა კოვზირიძე– 160-ე საჯარო სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი;
















rusuუდან ცინცაძე–სკოლა "ბინული",ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი;














ეკა დონაძე–71-ე საჯარო სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი;















ირმა პატარიძე–71-ე საჯარო სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი;















მადონა გვამბერიძე–ახალციხის #1 საჯარო სკოლა,ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი;















ნინო ბრეგვაძე–138-ე საჯარო სკოლა, ინგლისური ენის პედაგოგი;













ნათია გოგოლაძე–138-ე საჯარო სკოლა, ინგლისური ენის პედაგოგი;






ელენე მეფარიშვილი–გორის #1 საჯარო სკოლა, მათემატიკის პედაგოგი;













ნანა პანიუტინა– 63-ე საჯარო სკოლა, რუსული ენის პედაგოგი;
















მარინა ტერტეროვი– გორის # 8 საჯარო სკოლა, ინგლისური ენის პედაგოგი;
















თიკო ვარდანაშვილი– გერმანული სკოლა, გერმანული ენის პედაგოგი;

















ხათუნა გოგელიძე– 118-ე საჯარო სკოლა, გერმანული ენის პედაგოგი;
















ქეთი ქათამაძე-144-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი;


(ამჟამად მიმდინარეობს ბლოგზე მუშაობა, ამიტომ ინფორმაცია და მასალა ჯერ არ არის სრულყოფილი და დახვეწილი, რისთვისაც გიხდით ბოდიშს)